მამა ზაზა ნინოწმინდაზე: მადლობა ღმერთს, რომ სასამართლოს დადგენილება მოვისმინე

მამა ზაზა ნინოწმინდაზე: მადლობა ღმერთს სასამართლოს გადაწყვეტილება მოვისმინე

“მე ურთიერთობის გაფუჭება არ მინდაო, არც მე მინდა, იმ ინსტიტუციას წარმოვადგენ, რომლის კრიტიკაც მიწევს და თავზე ხელს ამისთვის არავინ არ გადამისვამს, არც მადლობას მეტყვის. მე მაქვს ჩემი ურთიერთობა ჩემს ღმერთთან, რის გამოც ვარ ეკლესიაში და რისთვისაც მივუძღვენი ჩემი თავი ამას. მსგავს რაღაცებზე გაჩუმება არ შეიძლება.

ეკლესიის ასეთი უხეში, ბრუტალური მიდგომით ზიანდება როგორც ეკლესია, მთელი საზოგადოება, სახელმწიფო. აბუჩად აგდებული არის სახელმწიფო ინსტიტუტები, მთელი საზოგადოება. რატომ აირჩიეს, მეც არ ვიცი. იმდენად სულისშემძვრელი და შოკისმომგვრელია ეს ყველაფერი, რომ შეწუხებული ვარ და ბევრი კითხვაა ისეთი, რომელზეც პასუხი აუცილებელია, მაგრამ როდის გაეცემა, არ ვიცი. მადლობა ღმერთს, რომ სასამართლოს დადგენილება მოვისმინე, ძალიან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალაში შევიდეს და აღსრულდეს”, – ამბობს მამა ზაზა თევზაძე ფორმულასთან ინტერვიუში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიყოფილი აღსაზრდელის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში მასზე სექსუალურად იძალადეს
შემდეგი სტატიაქემოკლიძე 20 ივნისზე: რომელ ტყვიაზე მესაუბრებით, 4 სმ-იან რეზინის ტყვიაზე? ეგაა დათვის ტყვია?