მამა შალვა: მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე

მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ურჩევნია, ციხეშ მოხვდეს, ვიდრე აღდგოამს ეკლესიაში წირვაზე არ წავიდეს. დღეს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიხედვით, საქართველოში ათ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.

“მაგალითად, მე რომ მღვდელი არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომა დღეს წირვას როგორ გავაცდენ? ვერ გავაცდენ. სულ რომ მოვკვდე, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ვერასოდეს დავთმობ ეკლესიას. აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. აღდგომა არის ყველაფერი ქრისტიანისთვის. ურწმუნოება მომკლავს თუ ვირუსი მომკლავს, მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წავიდე. მე, მაგალითად, მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე”, – უთხრა მამა შალვამ რუსთავი 2-ს.

banner
წინა სტატიაშიჩინელი ექიმები იტალიელებს ქვეყნიდან წასვლით დაემუქრნენ!
შემდეგი სტატიაფოთის საკათედრო ტაძარში მწუხრის ლოცვის შემდეგ, მრევლს ზეთი ერთჯერადი ჩხირებით სცხეს