მამა შალვა კეკელია – მეუფე პეტრე ახალაიებს, რომლებიც მიტინგების დარბევას ხელმძღვანელობდნენ, გმირებად მოიხსენიებს და ახლა გახდა ხალხის გულშემატკივარი

ცრუ მეუფე პეტრე, პატრიარქის მოწინააღმდეგე, ეკლესიაში შფოთის შემომტანი, „სიმართლის მანტიაში გახვეული“ , ორპირი, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია „ფეისბუქზე“ წერს.

„მე თვითონ ვიყავი ქაშვეთის ეკლესიაში და წმიდა გიორგის ხატთან პარაკლისი გადავიხადე მომიტინგეებთან და პოლიციელებთან ერთად, 7 ნოემბერსაც და 26 მაისსაც ხალხის გვერდზე ვიყავი, ცრუ პეტრე სად იყო? მე ვიცი ნაცების ფულით რეზიდენციას აშენებდა და მათ წინააღმდეგ ხმას როგორ ამოიღებდა, ახალაიებს, რომლებიც მიტინგების დარბევას ხელმძღვანელობდნენ, გმირებად მოიხსენიებს, და ახლა გახდა ხალხის გულშემატკივარი, მანახეთ მისი ერთი განცხადება როცა ხალხს უმოწყალოდ სცემდნენ, ასახიჩრებდნენ, ხოცავდნენ…ციხის საშინელი კადრების შემდეგ რამაც მთელი ქვეყანა შეძრა, სად იყო „მართალი მეუფე პეტრე“ დღეს გააცნობიერა და შეინანა? სირცხვილი… მინდა „პროფესიონალ“ ჟურნალისტებს ვკითხო! ამ კითხვებს რატომ არავინ უსვამთ?…. „მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“, – წერს მამა შალვა.

მეუფე პეტრემ გუშინ აღნიშნა, რომ მიიღო გადაწყვეტილება სამონაზვნო დასთან ერთად დღეს თბილისში ჩავიდეს. მისი თქმით, სპეცდანიშნულების სამსახურებმა ფაქტობრივად, ქართული სულის წინააღმდეგ შეასრულეს დავალება მაშინ, როდესაც ხელი აღმართეს და სისხლი დაღვარეს მებრძოლი სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების მიმართ.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში შექმნილი ვითარება – პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
შემდეგი სტატიახუხაშვილი: გარეჯი, კომბლები, დაჯგუფება – რუსეთს გაუჩნდა ჩვენი მის ორბიტაზე დაბრუნების ილუზია