20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მამა შალვა კეკელია: გვჯერა რომ ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რაც ილია მეორემ დაიწყო

“გვჯერა რომ ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს რაც ილია მეორემ დაიწყო”,_ განაცხადა მედიასთან მამა შალვა კეკელიამ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ 22 ხმით პატრიარქად საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) აირჩიეს.

“მთელ ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას. იცით, რომ ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგვიტოვა ეს ეკლესია, რაც დღეს არის. დღეს, როდესაც ვისხედით გაფართოებულ კრებაზე, ვფიქრობდით, პატრიარქს რა ეკლესია დახვდა და დღეს რამდენი ეკლესიაა, ტაძარი, მონასტერი… გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ, ეკლესია არის მყარი და ერთიანი, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს. ყველა დატკბით ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით“,- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

რაც შეეხება  ინტრონიზაციას, ხვალ, სვეტიცხოველში 10 საათზე შედგება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მიმართავს