18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

“მამა ნიკოლოზი იმ ადამიანებმა მოკლეს, ვინც მასთან ექიმები არ შეუშვა” – მრევლი

მრევლი ამბობს, რომ ბერი ნიკოლოზის დასახმარებლად მედიკოსებს თავად მიმართა, თუმცა ისინი ბერის ბინაში ადამიანების კონკრეტულმა ჯგუფმა არ შეუშვა. 

“ბოლოს, 4 დღის წინ მე თვითონ ვეხვეწებოდი ექიმს, რომ გეხვეწებით, ამობრძანდით, მამაოს ძალიან სჭირდება ექიმი,-თქო და არ გვიშებენ, ცემა-ტყეპით ჩამოგვყარესო. ჩემზეც იძალადეს და ეს ვიდეო, რომელიც არის გავრცელებული, მაგ ვიდეოს გარდა კიდევ ორი შემთხვევა იყო, როცა ექიმი არ შეუშვეს. ერტი დაჯგუფებაა ასეთი, მაგათმა მოკლეს და მოინელეს მამა ნიკოლოზი. მამა გაბრილესაც იგივენაირად გამოატარეს ყველაფერი და ხომ იცით, ქართველები სიცოცხლეში ვერ ვაფასებთ ვერავის, – ამბობს ტვ პირველის ინფორმაციით, მრევლი.  

ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.  როგორც მრევლი აღნიშნავს, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მედიკოსებს მის ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დახმარებას თავად ბერი ნიკოლოზიც წერილობით ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიაუნი: ლიბანის გადასარჩენად ისრაელთან მოლაპარაკებები ავირჩიე
შემდეგი სტატია“თუნდაც მოჩვენებით, ფორმალურ სამართლებრივ საფუძველსაც არ თვლიან საჭიროდ”- გია ნოდია პარტიების ამკრძალავ სარჩელზე