მამა ნექტარიოს მჭედლიძე დედა სოსანაზე – შეგვიძლია ჩავქოლოთ ადამიანი რომელსაც ქორწილის დღეს მეუღლე გარდაეცვალა?!

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესის მღვდელ-მონაზონი მამა ნექტარიოს მჭედლიძე ჭყონდიდის ეპარქიიდან მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გარიცხულ დედაო სოსანასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ჩვენ შეგვიძლია ჩავქოლოთ ვლაძღოთ მიწასთან მოვასწროთ ადამიანი რომელსაც ქორწილის დღეს მეუღლე ავარიაში გარდაეცვალა ,მეუღლე დაკრძალა და მას შემდეგ მონასტერშია(დედაკაცი რომელიც დიდი ტკივილით მივიდა ღმერთის სახლში,დღეს თუ მისი საქციელი არ მოგვწონს მასზე ვილოცოთ თუ თავები ქრისტიანები გვგონია) ჩვენ შეგვიძლია დაუცველი ადამიანი დავჩაგროთ ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სახელით ვიყოთ მოძალადეები ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სახელით მოვკლათ ,ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ქვეყანა დავიცვათ , ჩვენ არ შეგვიძლია მიწა წყალი დავიცვათ დღეს რიონის ხეობაში უნდა იყოს ერი მაგრამ არაა მოდი ეს დაჩაგრული მონაზონი ვლანძღოთ ეს ყოფილა ქრისტიანობა,სავლე გახდა წმიდა პავლე”,-წერს მამაო.

როგორც მან გვითხრა დედა სოსანა ბოლქვაძეს ერისკაცობაში იცნობდა.

შეგახსენებთ, მონაზონი სოსანა,რომელიც მორჩილ ნინოსთან ერთად მიტროპოლიტმა სტეფანემ სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა, ამბობს, რომ პირადი ნივთების დაბრუნებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებს. მონაზონი ლასურიაშის მონასტერში წასვლაზე უარს ამბობს, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გაამწესა.”- წერს სოციალურ ქსელში მამა ნექტარიოს მჭედლიძე.

banner
წინა სტატიაში“ვაქცინირებულ არს…” – აქუბარდია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიაქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა