მამა მიქაელ ბოტკოველი მამა გიორგის წერილში ნახსენები ქონების თემაზე (ვიდეო)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძის წერილში ნახსენები კომპანიებიდან საპატრიარქო რაიმე შემოსავალს ღებულობდა.

ამ საკითხზე მამა მიქაელმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქოს არანაირი გარიგება სნოსთან არ ჰქონია.

„ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სურვილი მექნებოდა, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო მამა გიორგის მხრიდან და ზოგადად არ ეთქვა ამ საკითხებზე,“ – განაცხადა მამა მიქაელმა.

ის აღნიშნავს, რომ როდესაც წერილში მამა გიორგი სნოს საკითხზე წერს, მას ინფორმაცია ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული.

„მე სნოს საქმეს ვიცნობ ძალიან კარგად და, როდესაც მამა გიორგი სნოსთან დაკავშირებით საუბრობს, მას აშკარად არა აქვს ინფორმაცია, ბოლომდე გაცნობიერებული არ არის ამ საკითხში,“ – განაცხადა მამა მიქაელმა.

https://www.youtube.com/watch?v=6h2huijragY&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) შეიძლება, ეს არ ასახავდეს რეალობას – მამა მიქაელ ბოტკოველი მამა გიორგი მამალაძის წერილზე
შემდეგი სტატია(Video) მე ვფიქრობ, რომ მამა გიორგი შეხვდა წინააღმდეგობას – ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე