არქიმანდრიტი იოანე ხელაია: ჩემი პატარა ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს,უბრალოდ ვერ გაუძლებს!

ბატონმა პაატა იმნაძემ ახსენა,თუ არ მოვეგებით გონს შეიძლება იტალია განმეორდესო! მეორე თვეა რასაც ჩემი თვალით ვუყურებ,ვხედავ,გამიგონია,მიყვებიან და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს დავირუსებულ ადამიანებთან,აი ტანში გამცრა რომ წარმოვიდგინე ეს სურათი ჩემს ქვეყანაში,სადაც ყოველი მეორე ადამიანი ან მეგობარია, ან ნაცნობი,მეზობელი თუ ნათესავი! ჩემი პატარა ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს,უბრალოდ ვერ გაუძლებს! არადა ეს ორი თვე, ზუსტად მაგას ვევედრები უფალს ყოველ დღე,რომ რაც აქ ხდება, ეს არ დაუშვა ჩვენს საქართველოში,რადგან ყველას გაგვაუბედურებს პირდაპირ თუ ირიბათ!და გულის კუნჭულში როგორ მიხაროდა რომ ჩვენები უმკლავდებიან და ეს იქ არ განმეორდება! და უცბად დღეს მესმის მთავარი ინფექციონისტისგან რომ შეიძლებ იტალია განმეორდესო,იტალიაოო.ვახ, ამის მერე რა დამაძინებს მშვიდათ!რა გჭირთ თქვე დალოცვილებო რა!-წერს რომის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე ხელაია.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : ვთვლი, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან მაღალი შეგნების მქონენი არიან
შემდეგი სტატიაREDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია