მამა იარაღიდან ბავშვების შესაშინებლად ისროდა – ახალი დეტალები ვარკეთილის სპეცოპერაციიდან

ვარკეთილში სადაც ცოტა ხნის წინ მამაკაცი უმისამართოდ ისროდა, ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე მისული ადვოკატი დავით ცინცქლაძე ამბობს, რომ მამაკაცი არის არაფხიზელ მდგომარეობაში და ბავშვების შესაშინებლად რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

სამართალდამცავები მამაკაცის ასაყვანად შტურმის დაწყებისთვის ემზადებიან.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

ადგილზე იმყოფება უფლებადამცველი დავით ცინცქალაძე, მისი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია და ოჯახის წევრების მისამართით მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა. უფლებადამცველის თქმით, მამაკაცი მონადირეა და იარაღიც სწორედ ამიტომ აქვს. დავით ცინცქალაძე მიიჩნევს, რომ დასაკავებლად შტურმი საჭიროა არაა და არსებობს რესურსი, რომ მამაკაცთან კონტაქტი პოლიციამ დაამყაროს და ისე დააკავონ.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: დიახ, ვიქნები!