მამა გიორგი სხილაძეს მოკვლით ემუქრებიან-საპატრიარქოში კრიმანალური ბანდა ზის

“მიმდინარეობს ზეწოლა საქართელოდან ყველა იმ სასულიერო პირზე, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო ბინძურ ისტორიაზე. მასზე (კალაძე) დიდი მუქარები მიდის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ისტორია სიმართლეა და მართლა მოხდა”, – განაცხადა მამაომ საფრანგეთში გამგავრებამდე.

გარდა ამისა, მამა გიორგიმ იმაზეც ისაუბრა, რომ ხმამაღალი განცხადებების გაკეთების შემდეგ, ზეწოლის მსხვერპლი თვითონაც გახდა. მისივე თქმით, მან მიიღო მუქარის შემცველი წერილები ადამიანისგან, რომელიც სავარაუდოდ მეუფე ზოსიმეს უკავშირდება.

“ერთი ტექსტი მომხვდა თვალში. მისი სახელიც და გვარიც Facebook-ზე ლათინურად აქვს დაფიქსირებული. სოსო ანდრიაშვილი, ასეთი პიროვნებაა, არ ვიცი ვინ არის. დაახლოებით ვიცი ვინც არის. პირდაპირ მემუქრება, რომ საფრანგეთში ჩამოგაკითხავთ და მოგკლავთ. მის გვერდზე რომ შევედი, მეუფე ზოსიმეს სურათი აქვს დადებული და არ ვიცი შეიძლება მისი მრევლია, სტიქაროსანი ან პოლიციის, ან უშიშროების თანამშრომელი, მე ასე მითხრეს. საპატრიარქოში კრიმინალური ბადა ზის“, – განაცხადა მამა გიორგიმ.

banner
წინა სტატიაშიმაია მიმინოშვილი, ბადრი მაისურაძე თუ ირინა აბულაძე – ვინ დაიკავებს განათლების მინისტრის პოსტს
შემდეგი სტატიამორიგი უბედური შემთხვევა მშენებლობაზე-მეხუთე სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა