მამა გიორგი მამალაძეს პროკურატურა ორშაბათს დაკითხავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს პროკურატურა ორშაბათს დაკითხავს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები საპატიმროში დილის 10 საათისთვის აპირებენ მისვლას.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ პროკურატურიდან ცოტა ხნის წინ შეატყობინეს.დაკითხვის განახლება მას შემდეგ გადაწყდა, რაც დეკანოზის მოთხოვნაზე, მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, პროკურატურამ თანხმობა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიიტალიელ კომუნისტებს ლენინის ბიუსტი მოპარეს
შემდეგი სტატიატელეკომპანია „ჯიხა“ მაუწყებლობას 13 მარტს განაახლებს