მამა გიორგი მამალაძე უსაფრხოების გარანტიებს ითხოვს

დაკავებული დეკანოზი გარკვეულ კითხვებზე პასუხის გასაცემად უსაფრხოების გარანტიებს ითხოვს. განცხადება ამის შესახებ, დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა, გუშინ გვიან ღამით, დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთეს. ადვოკატების თქმით, დეკანოზმა სამართალდამცველებს ამომწურავი პასუხები გასცა კითხვებს როგორც ციანიდის საქმეზე, ასევე იარაღთან დაკავშირებით. თუმცა, მათივე ინფორმაციით, იყო თემები, რომლებზე განმარტებასაც მამა გიორგი მამალაძე მხოლოდ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ გააკეთებს.

“დაკითხვის დროს მამა გიორგიმ ბრძანა, რომ იქ გამოძიების მხრიდან გარკვეული შეკითხვები იყო, ამ ეტაპზე შეიკავა თავი ერთი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახის წევრები, რაზეც პროკურატურისთვის ცნობილია,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს განახლდება. გუშინ კი ის ე.წ. მატროსოვის ციხეში, გამოძიების კითხვებს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა სავარაუდოდ დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდება