მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა დღეს დაკითხონ

შესაძლოა მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს წმინდა სინოდის სხდომის პარალელურად გაიმართოს, თუმცა შესაბამისი შეტყობინება ადვოკატებს ამ დრომდე არ მიუღიათ.

მკველელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის დაცვის მხარის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე მზად არის გამოძიებას სრული ჩვენება მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მტკიცებით, პროკურატურამ ფაქტები გუშინდელ ბრიფინგზე დამახინჯებულად წარმოადგინა.

მამალაძის ადვოკატები ჩანაწერის სრული ვერსიის გავრცელებას ითხოვენ.

„გიორგი მამალაძე მზად არის გააგრძელოს ჩვენების მიცემა. აქ ერთადერთი არის ტექნიკური მხარე. უნდა შევთანხმდეთ ორივე მხარე დღეზე და დროზე. რაც შეეხება უშუალოდ ამ მტკიცებულებებს, ერთადერთი მიზნით იყო განპირობებული, რომ ერთი რა თქმა უნდა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და თავისი უკანონო ქმედებები დამალონ და მეორე დღეს არის წმინდა სინოდის სხდომა და აქედან გამომდინარე მათ მიმართ იყო გაკეთებული ჟესტი, რომ რომელიმემ არ გაბედოს რაიმე, ჩვენ უკან დამხევები არ ვართ,“-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

banner
წინა სტატიაშიავარია გურჯაანის რაიონში-“ოპელის” მარკის ავტომობილი კრიმინალური პოლიციის კუთვნილ პიკაპს შეეჯახა
შემდეგი სტატიაშიშები გადაჭარბებულია- საპასუხო წერილი ევროპარლამენტარებს