მამა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი

არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.

მამა გიორგი მამალაძე სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა. უცნობია რას უკავშირდება მისი დაკავება. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიშაჰინის სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი შეწყდა
შემდეგი სტატიაგორში სამხედრო მოსამსახურე გაგუდული იპოვეს