მამა გიორგი მამალაძე ჩაქვის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიას მამა დანიელ სოლომონიძე უხელმძღვანელებს.
ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნულ სკოლას ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, სასულიერო პირს, მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : ივნისიდან საყოველთაო დაზღვევა დიფერენცირებული ხდება
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს