მამა გაბრიელი ფეისბუქპოსტის გამო საპატრიარქოში დაიბარეს

მშვიდობა, ჩემო ტკბილება.. დიდხანს ფიქრობდი დამეწერა თუ არა.. რამოდენიმე დღის წინ რეზიდენციაში დამიბარეს, სავარაუდოდ ჩემი წინამდებარე პოსტის გამო..მე ისედაც ვაპირებდი რუსთავის ეპარქიის დატოვებას, რამოდენიმე დღეში, რადგან შეუძლოდ ვიყავი..ეს რამოდენიმე დღე არ მომცეს..სატრაპაზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60-დე მღვდელი იყო, იქ შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი..მღვდლები..ძაღლებივით დამესივნენ და ვინ მირტყავდაც მათ სახეებსაც , ვერ ვხედავდი, რადგან კუნკულ-ბარტყული მქონდა ჩამოფარებული..მე ასეთი რამ ტელევიზორშიც არ მინახავს … ამხელა ზიზღი.. ტანსაცმელიც თავის ხელით ჩამილაგეს…ეხლა 4 დღეა თბილისში ვარ, ხატიასთან, არაჩვეულებრივ ადამიანთან,რომელმაც შემიფარა..მაგრამ ვფიქრობ სად გადავიდე..ყველგან მძიმე სულიერი მდგომარეობა სამწუხაროდ 🤔.. ვფიქრობ, თუ საშუალება იქნება ქალში დავრჩები სადმე, ჩემთვის და ვილოცებ..მაპატიეთ, თუ ვინმე დაგამძიმეთ..დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა-წერს მამა გაბრიელი.

banner
წინა სტატიაშიქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო ჰქონდა, ერთი თვის სხვაობით ორჯერ იმშობიარა
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება