მამა დოროთე ფიქრობს, რომ “სუსი” მის დაშინებას ცდილობს – რას ამბობს აქციების მხარდამჭერი არქიმენდრიტი?!

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ფიქრობს, რომ ინციდენტი, რომელიც მამა შიოს ავტომობილთან დაკავშირებით მოხდა, უფრო შესაშინებლად იყო გამიზნული. ამის შესახებ მან “პირველებთან” ისაუბრა.

სასულიერო პირის თქმით, სავარაუდოდ “ოცნების” წარმომადგენლებს არ მოსწონთ მათი საროტესტო აქციებში ჩართულობა, ამიტომ ამ გზით სცადეს მამაოების დაშინება და გაჩერება.

საპროტესტო აქციიდან რომ ვბრუნდებოდით, მამა შიოს მანქანით ვიყავით და მას ფუნქცია აქვს ასეთი, რომ როცა კეტავს, ფანჯრებიც იკეტება. რომ დარჩენილიყო და რამე, ასეთი რამ არ არსებობს, თან ზამთარია. რომ მივედით ახლოს, მანქანა იდგა და დაქოქეს და წავიდნენ. სასწრაფოდ გავიდნენ და ეს იყო სუსი ჩაბურული მანქანა. მამაომ ნახა, რომ შუშა იყო დაწეული. ვიფიქრეთ, რომ შეიძლება შეგვაშინეს ან … მაგრამ, პრინციპში, რომ არ მოსწონთ ჩვენი იქ ყოფნა ყოველდღიური, ეგ ფაქტია და რაღაცას შეიძლება ამზადებდნენ კიდეც. მოსასმენი ჩვენს მანქანებში მემგონი, ყველგან უკვე აყენია, მაგრამ შეიძლება უფრო რაღაც შესაშინებელი იყო ან რაღაცას ჩავდებთ, ფრთხილად იყავით ან რაღაც ეგეთი შეიძლება იყო. აი, რატომ დატოვეს ღია, ეს უფრო გამიკვირდა, ვიდრე რატომ გააღეს. იმათ ხომ ჩვენი შეშინება უნდათ და ჩვენ რომ არ გავაგრძელოთ ის გზა, რასაც ვაკეთებთ, ეგ უნდათ და უფრო შესაშინებელი იყო, მე ასე ვფიქრობ, – ამბობს მამა დოროთე.

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციიდან დაბრუნების შემდეგ მანქანის შუშა დაწეულით დახვდა, ხოლო მის გვერდით მდგომი ჩაბურული სუს-ის ავტომობილი სასულიერო პირების გამოჩენისთანავე სწრაფად მოშორდა ადგილს. მისი თქმით, იფიქრა, რომ მანქანაში მოსასმენი აპარატი დაამონტაჟეს, ან გარკვეული ნივთი ჩაუდეს.

სასულიერო პირის შეფასებით, „ეძებენ მიზეზს გაშავების ან დაკავების, მაგრამ შავებს ვერ გააშავებენ“.

banner
წინა სტატიაში“ჩვენთვის საქართველოს ფაილი დახურულია” – გერმანიის ელჩი
შემდეგი სტატიასასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსები წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობენ