მამა დანიელი: სტეფანეს განცხადებებს და დებულებებს ჩვენ არ ვღებულობთ,  ფარატინა ქაღალდად მიმაჩნია

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ გამოცემული ახალი განკარგულების თანახმად, მეუფემ წაჩხურუსა და ბალდის მონასტრებში ჭყონდიდის ეპარქიის ეკონომისტი, დეკანოზი ტარიელ რუხაძე დაინიშნა, მონასტრების ეკონომიკური და ადმინისტრაციული საკითხების დროებით განმკარგველად.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის განკარგულებას ეხმაურებიან ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები.

მამა დანიელის განცხადებით, ის მეუფის განცხადებებს არ ცნობს და მეუფე არაკანონიერად არის დანიშნული.

“არანაირი სტეფანეს განცხადებებს და დებულებებს ჩვენ არ ვღებულობთ,  ფარატინა ქაღალდად მიმაჩნია, ის არაკანონიერია, არაკანონიერად არის დანიშნული, არ ვცნობთ მას როგორც ეპისკოპოსს, ველოდებით სინოდის განჩინებას, სარჩელი დაწერილი გვაქვს და არ ყოფილა პასუხი, გადაიდო სინოდი, ეგეც არ არის გარკვეული, რატომ გადაიდო და დროზე, ვითხოვთ, დროზე მოხდეს სხდომა და ჩენი საკითხი გაიყანონ დაგვიბარონ და საშუალება მოგვცენ სიმართე ვილაპარაკოთ.

დეკანოზი ტარიელი მოქმედი მღვდელია, მოვიდეს მადლობა ღმერთს, ვინც უნდა ის მოვიდეს, ჩვენ ამომწურავ პასუხს მივცემთ, იმედია სტეფანეზე მეტს გაიგებს, მან იცის ჩვენი მოღვაწეობა და ნაცნობია ჩემთვის. ვერ შევურიგდები იმიტომ რომ ბინძური კაცია. ამის გამო არის რომ არ ვემორჩილებით, მას აქვს ერიოზული დარღვევები, არ დავტოვებთ სალხინოს სამონასტრო კომპლექსს”- აცხადებს მამა დანიელი.

 

ავტორები: აკო ქიქავა, გვანცა სანაია.

banner
წინა სტატიაშიხაინდრავა: ტრაგედიაა, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეჭვი შეაქვს ისეთ ფუნდამენტურ ინსტიტუტში, როგორიც არის სამხარაულის ბიურო
შემდეგი სტატიაზურაბ ცხვიტარია: მივმართავთ,დღეს არსებული რუსული სინოდის ყოველგვარ ზღვარსგამცდარ ეგზარქოს სტეფანეს! დროა შეჩერდეთ!!!