მამა ათინოგენემ მოძალადე ჩოხოსანი დალოცა (ვიდეო)

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ამ დრომდე ხმაურია. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც მონასტრის ეზოში შესვლას ცდილობდნენ. მათი განცხადებით, ტაძარში წირვაზე დასწრება სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამას მოჰყვა ხმაური, რის შემდეგაც რამდენიმე პირი განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულებს შორის შორის იყო მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ორი სასულიერო პირი, მამა მარკოზი და მორჩილი შალვა.

ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინეს მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ. ქადაგებისას მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართლიანობა აღდგა.

„ღვთის წყალობით, ჩვენ დღეს აღვასრულეთ წირვა სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს ყველასთვის დიდი გაფრთხილება, რომ უფალი თავის ეკლესიას არავის მისცემს და არ ჩააბარებს თვითნებობისთვის, თავისი ინტერესების გატარებისთვის. ღმერთმა მოგვცა ძალა, რათა ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი. დღეიდან უკვე აქ მსახურება აღესრულება ისე, როგორც შეეფერება ამ მონასტერს და ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, მონასტრული, როგორიც აქ უნდა იყოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ამასთან, მიტროპოლიტის განცხადებით, მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს, ბალდისა და წაჩხურუს მამათა მონასტრებსაც დაატოვებინებენ.

სალხინოს მამათა მონასტრის ეზოს შესასვლელებთან სამართალდამცველები რჩებიან. ადგილზე იმყოფება მრევლის ნაწილიც.
ჭყონდიდის ეპარქიაში ჩოხოსნების სიმრავლეა. ერთ-ერთ მათგანს მამა ათინოგენი დაუპირისპირდა. ჩოხოსანმა სასულიერო პირს უთხრა, დამლოცე მამაოო. მამაომ დალოცა და უსურვა გონება, რომ გაუნათდეს.

https://youtu.be/4UvtNQZSLyY

 

banner
წინა სტატიაშიჩოხოსნებმა ჭყონდიდის ეპარქიაში იქეიფეს (ფოტოები)
შემდეგი სტატიამამაო, რომელმაც ლექსო ლაშქარავაზე ხელი აღმართა სალხინოს მამათა მონასტერში იმსახურბს