5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

მამა ანდრია: წინ გვაქვს პროცედურა პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერში

პატრიარქის არჩევის პროცედურა არაა დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე,- განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“წინ გვაქვს რა აუცილებელი პროცედურა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული დისკურსი და ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა.

პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი. სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს.” – თქვა მან.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა ის გარემოება, რა ვითარებაშიც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაასახელა მოსაყდრე.

“პატრიარქმა როდესაც გადაწყვიტა მეუფე შიოს დასახელება მოსაყდრედ, აქ, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე. რომ დაფარული ანდერძი შესაძლოა, საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო, ადგა და განუცხადა საზოგადოებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოყოლებული 2017 წლის 23 ნოემბრიდან – როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, თითქმის, 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში.

საქმე იმაშია, რომ ყველა მღვდელმთავარი საქართველოში არის კათოლიკოს-პატრიარქის ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო იმიტომ, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, ყველა მისი მონაწილე.” – თქვა მამა ანდრიამ.

banner
წინა სტატიაშიFinancial Times: პუტინმა ოლიგარქებს ქვეყნის ბიუჯეტისთვის შემოწირულებების გაღება სთხოვა
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: აშშ-ის მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ