მამა ანდრია სარია – საპატრიარქომ “ტყავიც რომ გამაძროს” მაინც მზად ვარ

მღვდელ-მონაზონ მამა ანდრია სარიას განცხადებით, საპატრიარქომ “ტყავიც რომ გააძროს” მაინც მზადაა. მისივე თქმით, იერარქებს რა უნდათ ერთია, თუმცა რამდენად სამართლიანია ეს მეორე. ასე გამოეხმაურა ის საპატრიარქოში დღეს ჩანიშნულ სხდომას, სადაც მის განცხადებებს განიხილავენ.

“ტყავიც რომ გამაძროს საპატრიარქომ მე მზად ვარ. კოლაფსი ჭყონდიდის ეპარქიაში რაც ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში ამის გადაფარვა სურთ ახლა მამა ანდრიას საკითხით, საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან რატომ უნდა ყოფილიყო დღეს მაინც და მაინც მამა ანდრიას თემა წამოწეული. მე როდესაც გუშინ დამირეკა მამა მიქაელ ბოტკოველმა მე ვუთხარი, რომ რჯულის კანონის მიხედვით 3 დღის ვადა მაქვს, ასევე, უნდა ვიცოდე რაზე იქნება მსჯელობა, გიწვევთ და მოდით, ჩაის და ყავას ხომ არ ვსვამთ იქ, წერილობით უნდა მაცნობონ რაზე იქნება მსჯელობა”, – თქვა მამა ანდრია სარიამ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ჩინური ვაქცინასადმი მოსახლეობის ნდობა გაცილებით მაღალია
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – 1991 წლის 31 მარტს საფუძველი ჩაეყარა იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რაზეც უნდა დაყრდნობილიყო ჩვენი სამომავლო განვითარება