მამა ანდრია სარია რიონის ხეობის მცველზე – ჭყონდიდის ეპარქიაში მოტყუებით და ბავშური ,,მიამიტობით” რო ჩავიდა ამ ფარსის არ მჯერა

“რიონის ხეობის საკითხზე შეიძლება ბევრი კუთხიდან მიდგომა: ერთის მხრივ, ის ხელშეკრულება რაც დაიდო მიუღებელია და ყველამ უნდა ვიცოდეთ ხელისუფლება რა გარიგებებს დებს. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ვინ გააპროტესტებს, ვარლამი იქნება თუ დავითი ორივეს პოზიცია მისაღებია ამ შემთხვევაში და ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვრგძნობ. მაგრამ, მისი ნაბიჯები და ქმედებები ბევრ რამეზე მაფიქრებს, ადრეც დავწერე და ახლაც დავწერ:

1. ადამიანი “ალტ-ინფოს” უხდის უდიდეს მადლობას, რომ აშუქებდა რიონის ხეობის საკითხს.

2. “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჩვენც დიდი წვლილი მიგვიძღვის ამ ამბების მხარდაჭერაშიო.

3. ფალავანდიშვილი კომფორტულად გრძნობდა ყოველ ჩასვლაზე თავს.

4. ჭყონდიდის ეპარქიაში მოტყუებით და ბავშური ,,მიამიტობით” რო ჩავიდა ამ ფარსის არ მჯერა და ნურც დამიწერთ თქვენ შემოგევლე. ადამიანმა იცის, რომ მოძალადე და მატყუარა ეპისკოპოსია, მისი ერთი სიტყვა არ შეუფასებია და ერთად კარგად ილხენენ (ჩემთვის მიუღებელია მსგავსი დაქორწინება).

პროტესტს როდესაც ვუერთდები უნდა ვიცოდე ვინ არის ეს ადამიანი. მისი ქმედებებიდან გამომდინარე მაქვს შეკითხვები და სანამ ამომწურავ პასუხს არ მივიღებ მექნება მისი ,,გმირობისადმი” პრეტენზია. მას არ ევალება არცერთი მოვლენის შეფასება, თუმცა ისე გამოდის რომ ვისაც უნდა მადლობებსაც უცხობს და ასევე მხარდაჭერისთვისაც ჩადის. სხვებმა რა დააშავეს?! თუ მხოლოდ გამონაკლისები სარგებლობენ პრივილეგიებით? ასე, რომ ჩემ ეჭვებს ჯერ ღიად დავტოვებ, სანამ ასეთი ორმაგი სტანდარტები არსებობს!”- წერს მამა ანდრია სარია.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო მელიაზე – მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ მთელი სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს
შემდეგი სტატიასამნიძე – არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების პროტესტის ესმის