მამა ანდრია სარია – იოანე ოქროპირიც გადააყენეს სიმართლის თქმისთვის, ეს არახალია

ოანე ოქროპირიც გადააყენეს სიმართლის თქმისთვის, ეს არახალია, – განაცხადა მარტვილის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ.

„ეს ამბავი შოკი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის, თუმცა ეკლესიის ისტორიას ახსოვს უამრავი გადაწყვეტილება გადაყენებებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, იოანე ოქროპირიც გადააყენეს სიმართლის თქმისთვის, ეს არახალია. დადგება დრო და ჩვენ გვაქვს საპასუხო რეაქციისთვისაც საშუალება.

ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას, შეუძლებელია შევეგუოთ უსამართლობას, უსამართლო გადაწყვეტილებებს. ჩვენი მოთხოვნა იქნება, როგორც საჭიროა და ჯერ არს, ისე იქნეს განხილული ყველა საკითხი და აღტკინებებით და გულის ემოციებით. მოდი, ასე ვთქვათ, დროებით მმართველს ვაცალოთ ჩამოსვლა. როცა ჩამოვა, მერე თქვენც გაიგებთ, მას რისი უფლება და მოვალეობები ექნება და ჩვენ როგორ ვუყურებთ მას“, – განაცხადა
მარტვილის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ.

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დილის წირვა-ლოცვა ჩატარდა. ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება განყენებული მიტროპოლიტი პეტრე. მას ამ დრომდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. წინასწარი ინფორმაციით, მარტვილისა და ჭყონდიდის ახლად დანიშნული მეუფე გრიგოლ კაცია ეპარქიაში დღეს მივა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

banner
წინა სტატიაშიელიზაბეთ რუდი – სიძულვილის ენა წარმოადგენს რთულ გამოწვევას თანამედროვე, დემოკრატიულ საზოგადოებაში
შემდეგი სტატიაუმახინჯესად იკვეთება პუტინ-ივანიშვილის ორგანიზებული უბინძურესი შეტევა ეკლესიაზე