მამა ანდრია: პროკურორები მშვიდი სახით ისხდენენ, ალბათ, მოსამართლის საბოლოო დასკვნა იცოდნენ

მამა ანდრია დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გამოტანილ განაჩენს აფასებს და აცხადებს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი არ იყო. მისი შეფასებით, დეკანოზისთვის თავისუფლების აღკვეთა, ერთი დღითაც კი მიუღებელია.

“ჩვენ ცოტაოდენი იმედი მაინც გვქონდა და ვფიქრობდით, რომ სასამართლო მაინც იქნებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ ჩანს, რომ არ იყო, თვეების წინ გადაწყვეტილი გააჟღერეს. მიზანმიმართულად, რაც კი მათ თვეების განმავლობაში უნდოდათ, საზოგადოებას ატყუებდნენ, ამ ტყუილიდან ვერ გამოვიდნენ, ვერ განთავისუფლდნენ, როდესაც უთხრეს რომ იყვირეთ იყვირეს, როდესაც უთხრეს ჩუმათ იყავით, ჩუმად იყვნენ. პროკურორები მშვიდი სახეებით ისხდნენ, ანუ წინასწარ მათ თანხმობა ჰქონდათ ერთმანეთთან, პასუხის კი იცოდნენ ალბათ მოსამართლის, რა იქნებოდა საბოლოო დასკვანა. 9 წლის ასეთი თავისუფლების აღკვეთა კი არა, ერთი დღითაც კი, ეს უსამართლოა.

სახელმწიფოს სირცხვილად ჩაითვლება ეს საქმე, სასამართლოზე ხომ აღარ არის საუბარი, იმიტომ რომ ქვეყნის პირველი პირიდან მოყოლებული ყველა დაინტერესებული იყო, ყველა ამბობდა, რომ პატრიარქის სიცოცხლე გადაარჩინეს, მაგრამ გუშინ გამოჩნდა რომ დიდი სიცრუე იყო, ასეთ სიცრეეში ამყოფებენ საზოგადოებას, მაგრამ ეს სიცრუე დიდხანს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ტყუილს მოკლე დღეები აქვს, იმიტომ რომ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია: ვნახეთ, რომ დეკანოზს განაჩენი შორენას ბანდასთან ერთად გამოუტანეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია:დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში