მამა ანდრია ჯაღმაიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რელიგიური სიწმინდეები გამკაცრებული კანონით დაიცვას.
“ადამიანი, რომელიც დროშის დაწვის გამო დააკავეს, ესეც ძალიან მძიმე აღსაქმელი არის საზოგადოებისთვის – ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის დროშებს წვავენ ევროპაშიც და აქაც მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ამ ადამიანის დაჯარიმებით გათავისუფლება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მეორე მხრივ, ჩვენ ვუყურებთ, რომ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, ტაძარში შევიდეს ვიღაც და 500 ლარად წმინდანის ხატს შეასხას საღებავი და არც არაფერი, მშვიდად, წყნარად წავა სახლში და იქიდან კიდევ იქადის რაღაცებს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ არ დარეგულირდა, ჩვენ მუდმივად გვექნება ორი პოლარიზებული მხარე, ერთი შეურაცხყოფილი რელიგიური ნიშნით, მეორე იქიდან ცინიკოსი, რომელიც ამაზე მხოლოდ ხალისობს, ამას თუ რეალური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სახელმწიფოს მხრიდან, შეიძლება ძალიან ცუდადაც დამთავრდეს,“ – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.