მამა ანდრია სარია საპატრიარქოზე – ბოლომდე სურთ ეკლესიის ხილული მხარე დაასამარონ

უკანონო “მოსაყდრე” ხომ არ გვაკმარეს და წამოიწყეს ეკლესიაში მონაზვნების წიოკი. სანამ საეკლესიო სამართლით არ დაიწყება პატრიარქის მამათმავლობის თემაზე სინოდის მსჯელობა, მანამ ვიტრიალეთ ამ წრეში და ღმერთმა იცის ერის რისი მომსწრე გახდება. რთულია ჩემთვის ის ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებს საპატრიარქო. ბოლომდე სურთ ეკლესიის ხილული მხარე დაასამარონ. მენტორულ ტონს როდესაც დაკარგავს მიტროპოლიტი შიო, მერე ყველაფერი გვიან იქნება. ღმერთმა იცის ბოლომდე გვქონდა სიმშვიდისკენ მოწოდების სურვილი. ეს ხალხი რეალობას სათანადოდ ვერ აფასებს, პატრიოტთა ალიანსის იმედად არიან. ნუ, სამწუხაროა! ჩვენ კანონს დავიცავთ მაქსიმალურად, მაგრამ ეკლესიაში დაუმშვიდებლობის მიზეზი არის საპატრიარქო, რომელსაც არ სურს შიდა სივრცეში ამ საკითხის გადატანა. აქციად არავის შევაფასებინებთ ჩვენს მიერ გაჟღერებულ კითხვებს, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება უკანონობის გაპროტესტება… სანამ უწესრიგობაა, მანამდე იქნება ხმაურიც!!! გპირდებით, მთელი ცხოვრება!!! თქვენს მიერ უკანონოდ ჩადენილი ქმედებები გაბათილდება!!!!”- წერს წერს მამა ადრია სარია.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება