მალტის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა

მალტის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ ველა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა – “მალტა თუდეი” ავრცელებს. 76 წლის ველამ პოსტზე მარი-ლუიზ კოლეირო პრეკა შეცვალა. ველამ განაცხადა, რომ ის მიზანსწრაფული და სამართლიანი პრეზიდენტი იქნება. “დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დახმარებას საჭიროებს უნდა იღებდეს მას, როგორც საკუთარ უფლებას და არა როგორც ქველმოქმედებას” – თქვა მან. ახალი პრეზიდენტი, რომელიც პროფესიით ექიმია, აბორტების აქტიური წინააღმდეგია. “როგორც ექიმი, მე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლის პატივისცემისთვის დასაწყისიდან დასასრულამდე” – განაცხადა ჯორჯ ველამ სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა წამოაყენა, რომელიც შემდეგ პარალმენტმა დაადასტურა. მალტაში პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კატეგორიული გაფრთხილება
შემდეგი სტატიაოპერაცია ქართველი ქურდების წინააღმდეგ სერიალ „მერლის“ გადასაღებ მოედანზე“, ამ სათუარით აქვეყნებს სტატიას lasexta.com