მალტელი ჟურნალისტი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს (ვიდეო)

მალტელი ჟურნალისტი და ბლოგერი დაფნე კარუანა გალიცია, რომელიც გამოირჩეოდა ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით, დაიღუპა საკუთარ მანქანაში ბომბის აფეთქების შედეგად. ტრაგიკულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა მის სახლთან ახლოს. ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული გაზეთი “The Guardian”.
ადგილობრივი მასმედია იუწყება, რომ 15 დღის წინ, კარუანა გალიციამ პოლიციას მიმართა და აცნობა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ.
ჯერჯერობით არავის აუღია პასუხიმგებლობა ჟურნალისტის მკვლელობაზე. მალტის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კარუანას ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტია, მომხდარს “ბარბაროსული შეტევა” უწოდა.

https://youtu.be/YF8ZlCDvZoA

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში მაცხოვრებელ რუსეთის მოქალაქეებს დააზღვევენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)