მალხაზ ურთქმელიძე:”მზადყოფნაში ვართ ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა”

გორის ჰოსპიტალის წარმომადგენელი ამბობს, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, კლინიკა ნებისმიერ დროს მზადაა პაციენტების მისაღებად, თუმცა ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ.

“შესაძლებლობა არის ყველაფრის, მაგრამ საუბარი იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია”, – ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, კლინიკა მრავალპროფილურია და ყველანაირი ტექნიკითაა აღჭურვილი.

“მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის. კლინიკა გახლავთ მრავალპროფილური, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პაციენტის მიღება შეგვიძლია. ტექნიკურადაც აღჭურვილი გახლავართ”, – ამბობს ექიმი.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია: სააკაშვილი ციხიდან გაიყავენს
შემდეგი სტატიამივმართავ ტიკარაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობასა და ადგილმდებარეობაზე – ნიკა გვარამია