მალხაზ თორიას ეუბნებოდნენ, რომ მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია – ქემოკლიძე ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე მის თანაგუნდელ მალხაზ თორიაზე მომხდარი თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

როგორც ქემოკლიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, თავდასხმა სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მოხდა, რადგან დაზარალებულს ფიზიკური ანგარიშსწორებისას უთხრეს, რომ “არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა”.

“ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ „მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა“. როგორც ირკვევა, თავდამსხმელები დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.

მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას, თავდამსხმელების იდენტიფიცირებას და მათ მკაცრად დასჯას. როგორც ჩანს, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გასცდა. საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე, არამედ მორალის და ადამიანობის სრულად წაშლაზე, ისევე როგორც წინა ხელისუფლების ყველაზე ბნელი და მანკიერი პრაქტიკის სრულად ადაპტირებაზე. სამივე ავტომობილში მსხდომ თავმდამსხელებს წინასწარ ჰქონდათ განზრახული ამ ადამიანის დასჯა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნებიდან და ამოცანებიდან. ციტირება პირდაპირ მიანიშნებს პოლიტიკურ კონოტაციას ამ კონტექსტში”, – თქვა კახა ქემოკლიძემ.

banner
წინა სტატიაშისაახალწლო ნობათები ამჯერად თბილისში ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ დევნილებს გადასცეს
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ისტორიული შენობა შეიძინა