მალხაზ თორია ,,სოფლის პროგრამით” პრიორიტეტების შერჩევას სოფელ ლიასა და პალირში გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენი რეგიონის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და პრიორიტეტული პროექტების შერჩევა აქტიურად მიმდინარეობს. ხალხი უმრავლესობით ირჩევს იმ პროექტებს რისი განხორციელებაც თავად სურთ და მათ სოფელს თუ უბან ყველაზე მეტად სჭირდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, გარდა ამისა ჩვენ უშუალო კომუნიკაციით ვიგებთ მოქალქეებისგან მათ უმთავრეს საჭიროებებს და მცირე დროში ვახდენთ მაქსიმალურად მათ მოგვარებას” – განაცხადა მალხაზ თორიამ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში 120-მდე პროექტი განხორციელდება. სოფელში გამართულ კრებაზე მოსახლეობამ მთავარ მოსაგვარებელ პრიორიტეტად გარე განათების, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების, შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხები დაასახელეს.

მოქალაქეების მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტროს ელექტროსისტემის მოდერნიზაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიასაბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ლია გიგაური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელს ეწვია