მალხაზ პატარაია:სააპელაციო სასამართლომ მიიღო ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:“დღეს სააპელაციო სასამართლომ მიიღო ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, უარი უთხრა დაღესტნელ უფლებადამცველს მიკაილ კადიევს თავშესაფროს მიცემაზე და გაწირა პუტინისათვის გადასაცემად.სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.ცხადია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვერაფერი გავაწყვეთ ყრუ კედელთან,დღეიდან მიკაილ კადიევი დაუცველია. იცნობდეთ დღის ,,გმირებს“:სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ილონია თოდუა, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე და საქართველოს ხელისუფლება როგორც ჩანს, ჩვენი ეჭვები იმის თაობაზე, რომ რუსეთი კარასინ-აბაშიძის შეხვედრებზე დაჟინებით მოითხოვდა და მოითხოვს კადიევის გადაცემას, სიმართლეს შეეფერება. ეხლა ამას დაემატა მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება ამ მოთხოვნას დათანხმდა”-წერს ადვოკატი, აფხაზთა კრების“ ლიდერი და მოძრაობა ,,დაბრუნების” თავმჯდომარე, ადვოკატი მალხაზ პატარაია “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაოკუევას მკვლელობა პუტინის მოსაწვევია ,,ახალ სამყაროში,,