მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში კიდევ ერთხელ გამოკითხავენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. როგორც ჟურნალისტებს  ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ხვალ, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ის უწყებაში მოწმის სახით გამოიკითხება. ამასთან, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, სუს-ს კითხვები, სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრების შესახებ ექნება.

„სპეცოპერაციის ღამეზე სავარაუდოდ, არ გამოკითხავენ, რადგანაც ამ დეტალზე გამოძიება მიმდინარებს თბილისის პროკურატურაში. ახლა უფრო თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრების გარშემო ტრიალებენ და სვამენ ძალიან ბევრ კითხვას, თუმცა ისეთ კითხვებს, რომლებზეც პასუხები თვითონაც აქვთ, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც უპასუხა და ამ თემაზე მოწმეებმაც ისაუბრეს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მესამედ დაიბარეს.

banner
წინა სტატიაში“თამარ ჟვანია შეჩვეულია „ქართული ოცნების“ დაკვეთების შესრულებას,” – გიორგი გუგავა
შემდეგი სტატიაორთაჭალაში მოქალაქემ მტკვარში გადახტომა სცადა