მალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ

მალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურაში კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ. საგამოძიებო უწყებაში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკშვილის მამასთან ერთად, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც მივა.

როგორც ცნობილია, ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს, სპეცრაზმელის მიერ ტყვიის გასროლის დროს ცდილობდა თუ არა მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას.

ადვოკატის თქმით, სროლისას თემირლან მაჩალიკაშვილი საწოლში იწვა და თუ ექსპერტიზის შედეგაგად იგივე არ დადგინდა, მაშინ დასკვნა გაყალბებული იქნება.

banner
წინა სტატიაშიკარვების გაშლისას მომხდარი ინციდენტი – შვილმოკლულ მამებს განუცხადეს, რომ სასამართლო გაიმართება
შემდეგი სტატიაეკა გიგაური – ახალმა პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეარჩიოს შეწყალების კომისიის წევრები