მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელმოწერების შეგროვება განაახლა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მეტრო „რუსთაველთან“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მაჩალიკაშვილის თქმით, ხელმოწერებს ყველა მეტროსადგურთან შეაგროვებენ.

ამასთან, როგორც ის ამბობს, აპრილიდან ხელმოწერების შეგროვებაში ჩაერთვება ყველა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრუდული ჯგუფი, ქისტი მოსახლეობის ახალგაზრდების ჯგუფი და კიდევ არაერთი ახალგაზრდული ჯგუფი.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ადასტურებს, რომ საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტია „გირჩს“ შეხვედა
შემდეგი სტატიაესენი სამი თვეა ერთი და იგივეს იმეორებენ, უკაცრავად რა, მოსალოდნელმა საფრთხეებმა უკვე დამღალა – გიორგი კოხრეიძე