მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილმა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი ტერორისტული აქტის მომზადების საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა დაკითხვაზე და შენობის დატოვების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა დღესვე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშისუს-ის აუდიოჩანაწერი თუ ფაბრიკაცია არ არის, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას
შემდეგი სტატიამორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს