მალხაზ მაჩალიკაშვილი : თუ პარლამენტში მალულად ვინმე შევა, იქიდან გამოვათრევთ

არავის მივცემთ შესვლის უფლებას. თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდან, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ უნდა 20 ივნისის სცენარის გამეორება.

„უნდათ, რომ პროვოკაციები მოაწყონ, როგორც ეს მოხდა 20 ივნისს. ზუსტად ამ სცენარის გამეორება უნდათ ამათ. 20 ივნისის სცენარი იყო ამ ნაძირალა „ქართული ოცნების“. არავის მივცემთ შესვლის უფლებას. თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდან“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=aHPXo0UeMVw&feature=youtu.be&fbclid=IwAR1Ac4ZSoux251ZJNwQZlgUx-8nn4jjO-t6HXzeJulvhbzQClpmk27zRWYk

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში გია ჟორჟოლიანიც არ შეუშვეს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა : გავაგრძელებთ პარლამენტის პიკეტირებას, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება