მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მისვლაზე – რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში ის დღეს გამოკითხვაზე 15:00 საათზე დაიბარეს და მისი ორი იურისტი რასაც ურჩევს, ისე იმოქმედებს. აღნიშნული კომენტარი მაჩალიკაშვილა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სუს-ის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს.

„დღეს სუსი-დან მოვიდა წარმომადგენელი და მითხრა, რომ დღეს, 15:00 საათზე უნდა მოხვიდეთ დაკითხვაზეო. მე ვკითხე, შეიძლება ჩემს იურისტებს დაველაპარაკო-მეთქი?! რამდენადაც ვიცი, ხვალ, 15:00 საათისთვის ვიყავი დაბარებული. ამ წუთას დაველაპარაკები იურისტებს და შემდეგ გიპასუხებთ. მათ მაშინვე მოაწრეს ხელი, რომ ეს ადამიანი თანახმა არ არის დაკითხვაზე გამოგვყვესო და წავიდნენ. ჩემს პასუხს არ დაელოდნენ. ჩემი გადაწყვეტილება არის ისეთი, რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.როგორც სუს-ის წარმომადგენელმა მალხაზ მაჩალიკაშვილს განუცხადა, დღეს იგი 15:00 საათზე სუს-ში უნდა გამოცხადეეს, ამასთან სთხოვეს, რომ გამოცხადების უწყება ჩაებარებინა და ხელი მოეწერა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი უწყებას არც ხელი მოაწერა და არც ჩაიბარა.

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილთან პარლამენტის წინ, სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ
შემდეგი სტატიაელექტროტექნიკის მაღაზიის ქურდობის მცდელობა – დაკავებულია ორი არასრულწლოვანი