მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე ხვალ გამოცხადდება

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაკითხვა ხვალ, 11:00 საათზე არის დაგეგმილი.

ადვოკატის თქმით, დღეს მას არ ეცალა და შესაბამისად სუს-ს დაკითხვის გადადება სთხოვა, რადგან მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატის გარეშე სუს-ში არ გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაში,,სამადაშვილმა მინიმუმ ორი თვით დაიგვიანა”-თალაკვაძის აზრით, სამადაშვილი პოლიტიკურ პროცესებს ჩამორჩება
შემდეგი სტატია,,საკითხი გამოძიების პრეროგატივაა”-ცქიტიშვილის მადლობა “სუს-ს”