რის საფუძველზე უნდა დამაკავონ, იმიტომ, რომ ღამით ჩემს სიზმრებს უყურებენ? იმიტომ, რომ მათი ბინძური სულები ჩემს სულში ძვრებიან? – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხება. მაჩალიკაშვილი 15:00 საათზე დაბარებული.

საქმე ერთი წლის წინ, მაისში პარლამენტთან აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, სადაც მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ თავის აფეთქებას აპირებდა.

გარდა ამისა, გამოძიებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან კითხვები სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ექნებათ.

სუს-ი გამოძიებას აწარმოებს ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დაკითხვის შემდეგ დააკავონ.

„თუ დამაკავეს პარლამენტთა აქციას გააგრძელებს ჩემი მეუღლე მედიკო მარგოშვილი, მაგრამ რის საფუძველზე უნდა დამაკავონ, იმიტომ, რომ ღამით ჩემს სიზმრებს უყურებენ? იმიტომ, რომ მათი ბინძური სულები ჩემს სულში ძვრებიან? ის ყველანი არიან დასახვრეტი,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლებისთვის მზად არის. პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს პარტია “კანონი და სამართალი“. პარტიის ლიდერები პარლამენტთან იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგოგაშვილმა მოიგონა ახალი ვერსიები, რომ მაჩალიკაშვილს მე ვაქეზებდი მის წინააღმდეგ – ელისო კილაძე ცილისწამებაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიაპროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდება – “მამიდას” და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ ქალს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ