მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დროებით საგამოძიებო კომისია შექმნას

პანკისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში იმყოფება, სადაც ამ წუთებში ბიუროს სხდომა იწყება. მაჩალიკაშვილი კანონმდებლებთან შეხვედრას გეგმავს და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება.

19 წლის თემირლანის მამა ითხოვს, მოხდეს გამოძიება რამდენად ადეკვატური იყო ძალა, რომელიც სპეცრაზმმა გამოიყენა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში Huawei-ის აგენტობის შესახებ საფრთხე არ დადასტურდა
შემდეგი სტატიათბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა