მალხაზ მაჩალიკაშვილი მზად არის სუს-ში გამოკითხვაზე მივიდეს

შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, ტერაქტის მმზადების ბრალდება უარყოფს და აცხადებს, რომ მან არ იცოდა, თუ სუს-შ ამის გამო იბარებდნენ.

მაჩალიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სუსში ის ადამიანები არიან, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან დამნაშავეები, მას რომ ცოდნოდა ამ საკითზე იბარებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ის აუცილებლად წავიდოდა, ის ახლაც მზადყოფნას აცხადებს, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი გაჩუმების მიზნით ის ციხეში ჩასვან.

“მე ერთი წელია იმას ვითხოვ, რომ დასაჯეთ ვინც ჩემს მიმართ ჩაიდინა დანაშაული, თუ მე მაქვს ჩადენილი დანაშუალი, თუ ჩემი სიტყვებიდან და ფიქრებიდან რაღაცის შექმნა უნდათ და დანაშაულად ჩამითვალეს, მე მზად ვარ პასუხი ვაგო.

მე საკუთარი შვილი ჩემს სახლში თვალწინ მომიკლეს, მაგრამ მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონით დაისაჯონ ეს ადამიანები. მე ციხის არ მეშინია ციხის, ციხიდან ვიბრძოლებ. თუ ვარ დამნაშავე დამიჭირონ.“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საფუძველი მაინც არსებობს, რომ ვიფიქროთ, სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი,” – კალაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატია“მთავარია, დანაშაული თავიდან არის აცილებული” – თეა წულუკიანი სუს-ის მიერ გავრცელებულ მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე