მალხაზ მაჩალიკაშვილი მის მიმართ პროვოკაციების არ გამორიცხავს

დავით სარალიძის მამა, გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი და სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი მალხაზ მაჩალიკაშვილს დუისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ.

შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ხაზი გაესვა სამომავლო გეგმებს და იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზოგადად, მათ მიმართ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელოს. მაჩალიკაშვილი მის მიმართ პროვოკაციების არ გამორიცხავს.

ბრიფინგის ერთ- ერთი ძირითადი თემა სტრასბურგში ჩაშლილი ვიზიტი იყო. შეხვედრის მონაწილე პირები ევროპელ პარტნიორებს საქართველოში ჩამოსვლას და მიმდინარე საკითხებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ