მალხაზ მაჩალიკაშვილი: მინდა ვკითხო, თუ არ ხარ დამნაშავე, საიდან ხარ საფრთხეში

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს დაცვას ჰპირდება – შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მას თემირლანის მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად „ცოცხალი სჭირდება.“ ცოტა ხნით ადრე ანალოგიური განცხადება მაჩალიკაშვილმა გააკეთა სოციალური ქსელითაც. ამ განცხადებით მაჩალიკაშვილი გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე და სამართალადამცველებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“მინდა ვკითხო, თუ არ ხარ დამნაშავე, საიდან ხარ საფრთხეში, ე.ი. ხარ დამნაშავე. მაგას გავეცი პასუხი, სინამდვილეში მე ვეცდები დავიცვა ის ადამიანი იმიტომ, რომ მართლაც მე ის ცოცხალი მჭირდება რომ გავიგო სინამდვილეში რა მოხდა, რომ არა სოსო გოგაშვილისგან, სხვა ადამიანისგან მე ამას ვერ გავიგებ,”-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ და ტოივო კლაარმა უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: ხელისუფლება პანიკაშია