მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ სუს-ში გამოცხადებას არ აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ 11:00 საათისთვის არის დაბარებული, თუმცა ის ძალოვან უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. მაჩლიკაშვილის თქმით, რამადანის პერიოდში მისთვის განსაკუთრებით მძიმე დღეებია და გამოკითხვის გადადების მოთხოვნით სუს-ს მისმა ადვოკატმაც მიმართა, რაზეც მათ უარი მიიღეს.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, თუ სუს-ს მისი გამოკითხვა უნდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები თავად უნდა მივიდნენ პარლამენტთან და ძალის გამოყენებით მოუწევთ მისი წაყვანა.

მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ერთ-ერთ აქციაზე თავის აფეთქებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყება
შემდეგი სტატიაპრინც ჩარლის და სასექსის ჰერცოგინია მეგანს ბიჭი შეეძინათ