მალხაზ მაჩალიკაშვილი, დაკითხვაზე დაბარების მიუხედავად, დღეს სუს-ში მისვლას არ აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყების ჩაბარების მიუხედავად, დღეს დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც მან განაცხადა, მას შემდეგ, რაც სუს-ის თანამშრომლებს პარლამენტის შენობასთან ესაუბრა, კონსულტაცია გაიარა ადვოკატებთან და მიიღო გადაწყვეტილება.

„როდესაც სუს-ის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ამ წუთას დავურეკავ ჩემს იურისტებს და შევუთანხმდებოდი, მათ ხელი მოაწერეს უწყებას და წავიდნენ. მე ვესაუბრე ჩემს იურისტებს და ხვალ, 15:00 საათზე უნდა წავიდე დაკითხვაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც მოსულები იყვნენ, როდესაც ადამიანურ ენაზე ვესაუბრებოდი, ვერ გაიგეს. სუს-ში ადამიანური ენა არავის ესმის. ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პრობლემა არ არის, ხვალ რომ გამოვცხადდე დაკითხვაზე, რადგან სუს-თან შეთანხმებულია“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან გაშლილ კარავში დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მაჩალიკაშვილმა არ ჩაიბარა.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ ერთ თვეში 938 500 ლარის შემოწირულობა მიიღო
შემდეგი სტატიასახელმწიფო აუდიტის სამსახური – საქართველოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია არ აქვს