მალხაზ მაჩალიკაშვილი: არც ტესტი მჭირდება და არც თვითიზოლაცია

მალახაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დღეს ოპოზიციის მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოვიდინფიცირებულ დედასთან კონტაქტი არ ჰქონია. „ამიტომ ვირუსზე არც ტესტი ჩავიტარე და არც თვითიზოლაციაში გადავედი“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დედას, ელენე მაჩალიკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მას მკურნალობის კურსი თელავის საავადმყოფოში უტარდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ესწრებოდა და აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

banner
წინა სტატიაშითარკო ჩარკვიანი: მთელი საქართველო ერთად ვართ, ამისტი, იმისტი
შემდეგი სტატიარას წერს პირველი პრეზიდენტის შვილი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით?