მალხაზ მაჩალიკაშვილი – აქციები გაგრძელდება, ჩვენ აქედან არსად წამსვლელები არ ვართ

სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ის და ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირიდან წამსვლელები არ არიან.

“დღევანდელი დღის გეგმა არის ის, რაც გასული 2 თვის განმავლობაში – აქციები გაგრძელდება. ჩვენ აქედან არსად წამსვლელები არ ვართ. მივმართეთ ხალხს, რომ შემოგვიერთდნენ”,- განუცხადა ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილმა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სრული სიმშვიდეა. ადგილზე გაშლილია 16 კარავი. აქედან 3 კარავი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია
შემდეგი სტატიათბილისის მერია გუშინდელ მოვლენებთან კავშირს უარყოფს