მალხაზ ჯალაღონია ზუგიდელებს მიმართავს

გამარჯობა, მეგობრებო, ზუგდიდელებო.
ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩემო ზუგდიდელებო, მე თქვენ მენდობოდით როგორც ექიმს, რომელსაც არასდროს დაზარებია თქვენს სამსახურში ყოფნა. მენდეთ ახლაც, რომ არჩევის შემთხვევაში მე ვიქნები თითოეული ზუგდიდელის ხმა პარლამენტში. მივიტან იქ თქვენს პრობლემებს და ვიბრძოლებ მათ გადასაწყვეტად. არ ვიქნები ისეთი პარლამენტარი, რომელსაც თავისი ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.
30 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ქვეყნის წინსვლა ვერ გავხადეთ შეუქცევადი. მეგობრებო, ეს არ არის რიგითი არჩევნები. თქვენ არჩევანს აკეთებთ სინათლესა და სიბნელეს, დასავლეთსა და რუსეთს, ეკონომიკურ სიძლიერესა და სიღარიბეს შორის. დარწმუნებული ვარ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებულ ოპოზიაციას ,,ძალა ერთობაშია“ და ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქვთ უნარი, გამოცდილება და პოლიტიკური ნება ეს ქვეყანა გამოიყვანონ ჩიხიდან და დააყენონ აღმშენებლობის გზაზე. ანაკლია-ლაზიკა გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის სიმბოლო. განვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგი, მათ შორის სოფლის მეურნეობა. შეიქმნება ბევრი სამუშაო ადგილი, რათა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლონ მუშაობა და აღებული ხელფასით ღირსეული ცხოვრება. ახალ საქართველოში დევნილობა არ იქნება ასოცირებული სიღარიბესთან.
ქართველი ხალხი ვერ ეგუება უსამართლობას. სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია საბოლოოდ განთავისუფლდება პოლიტიკური ზეწოლისგან.
ხალხისგან ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ახალ პარლამენტს და მთავრობას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს: ჩვენი ერი უნდა გამთლიანდეს. ერის გახლეჩა, რაც დაიწყო 90-ნი წლების დასაწყისში, სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, რადგან სხვაგვარად კვლავ წრეში მოგვიწევს სიარული. შიგნით თუ არ გვექნება ერთიანობა, ჩვენ ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს.
როგორც ამომრჩეველს, ასევე რჩეულს აქვს ვალდებულებები. არჩევნების შემდეგ უნდა შევასრულოთ დანაპირები. მე პირადად ვერ ვუღალატებ იმ ადამიანებს, რომლებიც თვალცრემლიანი მეუბნებიან, თქვენ ჯიბეში გიდევთ ჩვენი შვილების, მშობლების, მეუღლეების შინ დასაბრუნებელი ბილეთიო.
ახლა რაც შეეხება კოვიდს. კოვიდი საშიში ინფექციაა, მაგრამ ათასჯერ უფრო საშიში ჩვენთვის ეს მოღალატე მთავრობაა, რომელიც არ მოემზადა მეორე ტალღისთვის და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. მათ უნდათ კოვიდი არჩევნების მოსაგებად გამოიყენონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქართველი ჟამიანობის დროსაც მიდიოდა ომში. დღეს ბრძოლის ველი საარჩევნო უბნებია. აუცილებელია ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, ერთჯერადი კალმისტრების გამოყენება, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენსა და სხვის ჯანმრთელობას.
მეგობრებო, გუშინ ჩვენ დავკარგეთ ექვსი მამულიშვილი, რომლებიც ებრძოდნენ ივანიშვილის რეჟიმს 2012 წლიდან. მათი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთი მიზეზია, რომ გავიმარჯვოთ ხვალინდელ გადამწყვეტ ბრძოლაში. ხვალ ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ყველამ ერთად დავამთავროთ ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება. ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაჩოქეს, ჩვენში ვერ ჩაკლეს ქართული სული. ჩვენი გამარჯვება სამეგრელოდან დაიწყება. გაუმარჯოს საქართველოს ერთიანს და ძლიერს!

მალხაზ ჯალაღონია

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობას“ – ბუბა, დევი, ჟორიკა და სარიშვილი წარმოადგენენ თქვენს გუნდს