მალხაზ ჯალაღონია: თქვენ „კოვიდით“ არ დაავადდებით და მოდით არჩევნებზე, ეს არის ყველაზე მთავარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ არჩევანი უკვე გააკეთა. მან ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-16 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

„ხმა მივეცი საქართველოს აღმშენებლობას. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობასა და დემოკრატიაზე, სადაც ახალგაზრდებს მომავალი და მოხუცებს ღირსეული სიბერე ექნებათ. მინდა, ამომრჩევლებს მოვუწოდო, არჩევნებზე მივიდნენ. აქ ნამდვილად უსაფრთხო გარემოა შექმნილი. თქვენ „კოვიდით“ არ დაავადდებით და მოდით არჩევნებზე, ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

ამასთან, ჯალაღონიას განცხადებით, როდესაც ხელისუფლება საუბრობს პროვოკაციებზე, ეს მისი თქმით, იმას მიუთითებს, რომ ხელისუფლებას გარკვეული სისუსტეები აქვს და რაღაცას ამზადებს.

„იმედი მაქვს, ისინი გაყალბებისგან თავს შეიკავებენ“, – განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მეორე ტურს, ჯალაღონია აცხადებს, რომ „ამას ჩვენ ვნახავთ 20:00 საათზე, რა შედეგებიც გვექნება“, – განაცხადა ჯალაღონიამ.

banner
წინა სტატიაშიდარღვევები გორში
შემდეგი სტატიამარტვილში 34-ე უბანზე მომუშავე ,,New post”-ის ჟურნალისტს მუშაობაში ხელს უშლიან